გობლინი (ტელესერიალი)
გობლინი | |
---|---|
ჟანრი |
დრამა ფანტასტიკა რომანტიკა |
ავტორი | იუნ ჰა-რიმ |
სცენარი | კიმ ინ-სუკი |
კომპოზიტორ(ებ)ი | ნამ ჰაი-სანი |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
ენა | კორეული ენა |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 60-90 წუთი |
ეთერში | 2 დეკემბერი 2016 — 21 იანვარი 2017 |
რესურსები ინტერნეტში |
გობლინი (კორ. 쓸쓸하고 찬란하神 – 도깨비) — სამხრეთ კორეული ტელესერიალი, დრამის ელემენტებით. მთავარ როლებს ასრულებენ: კონ იუ, კიმ გო-ინი, იუ ინ ნა და ლი დონ უკი. სერიალის ტრანსლირება ხდება tvN-ზე, პარასკევსა და შაბათს, 2016 წლის 2 დეკემბრიდან, 2017 წლის 21 იანვრამდე[1][2].
იდეის ავტორი იუნ ჰა-რიმი სამი წელი გეგმავდა ამ სერიალის გადაღებას. გადაღებების დაწყებამდე მან ისაუბრა სერიალის თემატიკაზე და მასში არსებულ მოვლენებზე: „ყურადღების ცენტრში იქნება გობლინი, ტრადიციული, ფოლკლორული ზღაპრის გმირი, რომელიც ჯერ არ ყოფილა სერიალის მთავარი გმირი“[3]. სიუჟეტი ეფუძნება გობლინის (''ტოკები'') ამბავს, რომელიც 900 წელზე მეტი ცხოვრობდა და ვერ პოულობდა სულის სიმშვიდეს. მისი არსებობის შეწყვეტა შეუძლია ტოკების ცოლს, უბრალო გოგონას, რომელი ზებუნებრივ ძალას ფლობს. საბოლოოდ, როცა ტოკები ხვდება საცოლეს, იგი აღმოჩნდება „დაკარგული სული“ — ადამიანი, რომელიც ბედისწერით გადაურჩა სიკვდილს და რომელსაც სასიკვდილო განაჩენი მოელის.
სამხრეთ კორეის პოპულარულ სერიალებს შორის, რომელთა ტრანსლირება საკაბელო ტელევიზიით ხდება, გობლინი მეორე ადგილს იკავებს[4].
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალში არსებული მოვლენები ვითარდება ორ დროში: წარსულში, კორიოს არსებობისას და XXI საუკუნეში.
ტოკები ცხოვრობს უკვე ცრა საუკუნეზე მეტია. ძველად ის იყო ცნობილი მხედართმთავარი, სახელად კიმ შინი. მეფეს მეთაურის გავლენის შიში დაეუფლა და მრჩევლის ინტრიგების გამო დაიჯერა, რომ კიმ შინს ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა. კიმ შინი და მისი არმია დახვრიტეს, ხოლო მისი სული დაწყევლეს და ის გახდა ტოკები - უკვდავი დემონი. მის სხეულში სამუდამოდ იყო ჩარჩენილი ხმალი, რომლის ამოღება (და ამავდროულად მოკვლა) მხოლოდ გობლინის ცოლს, სპეციალური შესაძლებლობების მქონე გოგოს შეეძლო. ჩჟი ინ ტაკი არის ჩვეულებრივი გოგონა. სკოლის მოსწავლე, ცხოვრობს დეიდის სახლში, რომელსაც იგი სძულს. ინ ტაკი ხედავს აჩრდილებსა და სიკვდილის ანგელოზებს, რომელთა მოვალეობაც მისი მოძებნა და საიქიოში გასტუმრებაა. ის დიდი ხის წინ უნდა მომკვდარიყო, იგი „დაკარგული სული“, ის არ უნდა იყოს ცოცხალ ადამიანებთან ერთად. ტოკებისთან შეხვედრის შემდეგ ინ ტაკი იწყებს მის შეყვარებას, მაგრამ საკუთარ როლზე მის ცხოვრებაში წარმოდგენაც არა აქვს. სიკვდილის რაინდი შრომისმოყვარეა, რომელის ცხოვრებაც უკვე სამასი წელია გრძელდება, წინა კი მას არ ახსოვს. მცირე რესტორნის მფლობელის, სანის გარეგნობა მასში დიდი ემოციას იწვევს და ის ვარაუდობს, რომ წინა ცხოვრებაში მათ რაღაც საერთო გააჩნდათ. მათი მისიის შესასრულებლად კი საჭიროა არა მარტო არსებული პრობლემების მოგვარება, არამედ იმის გახსენება თუ რა საერთო ჰქონდათ მათ წარსულში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Sseulsseulhago Chalranhashin: Dokkaebi “ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ E., Maolen (2016-08-31). „tvN's 'Goblin' starring Gong Yoo, Kim Go-Eun begins test shooting“. Yibada. ციტირების თარიღი: 2016-10-14.
- ↑ „[단독] 김고은, 공유의 여자 된다..김은숙 신작 주인공“. ციტირების თარიღი: 2016-10-14.
- ↑ http://en.yibada.com/articles/155848/20160831/tvns-goblin-starring-gong-yoo-kim-go-eun-begins-test.htm
- ↑ January 21, 2017 Nationwide Cable Ratings. ციტატა: „1st (tvN) 쓸쓸하고찬란하신도깨비<본> 18.680%“